ზაზა ფაჩულია: სულელია, ვინც ფიქრობს, რომ ეს ძალით გავაკეთე

AutoSharing Option
"სან ანტონიო"-"გოლდენ სტეიტის" მატჩამდე (92:112) ზაზა ფაჩულიამ მისი და ლეონარდ კავაის ინციდენტზე ისაუბრა.

- NBA: ზაზა ფაჩულიას უსტვინეს, "გოლდენ სტეიტმა" მოიგო, პოპოვიჩი გააძევეს [VIDEO]

"მე ძალიან ახლოს ვიყავი, მაგრამ სულელია ის, ვინც ფიქრობს, რომ ეს ძალით გავაკეთე. რატომ უნდა იფიქრო ამაზე კონფერენციის ფინალში? მეხუმრებით? ეს არის ისეთი ჯოჯოხეთურად სწრაფი თამაში და როდის უნდა დაგეგმო მსგავსი რამ?

რა თქმა უნდა, ამას ჰქონდა გარკვეული გავლენა. გრეგორ პოპოვიჩი კალათბურთის ისტორიაში ერთ-ერთი დიდებული მწვრთნელია, მან რა კომენტარი გააკეთა, ეს ახლა ისტორიაა. ეს უკვე სხვა
სეზონია და სხვა მიზნები გვაქვს ჩვენც", - უთხრა ჟურნალისტებს ზაზა ფაჩულიამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული