NBA: ზაზა ფაჩულიას უსტვინეს, "გოლდენ სტეიტმა" მოიგო, პოპოვიჩი გააძევეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
3 ნოემბერს, გამთენიისას, ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" სტუმრად "სან ანტონიო სპურსს" შეხვდა და ანგარიშით 112:92 დაამარცხა.

"უორიორსმა" -19 ქულა ამოქაჩა და საბოლოოდ "სპურსი" თავისივე მოედანზე 20-ქულიანი სხვაობით გაანადგურა.

მატჩის დაწყებამდე ზაზა ფაჩულიასა და კავაი ლეონარდის შორის მომხდარი ეპიზოდის გამო ქართველი მედიაში ყურადღების ცენტრში იყო.

- "სან ანტონიოსთან" მატჩის წინ - ზაზა ფაჩულია ყურადღების ეპიცენტრშია

ზაზა ფაჩულიას გვარის გამოცხადების დროს "სპურსის" ფანებმა სტვენა დაიწყეს და ისე შეეგებნენ ქართველ კალათბურთელს.

აღსანიშნავია, რომ "სპურსის" მთავარი მწვრთნელი გრეგ პოპოვიჩი ორი ტექნიკური ფოლის გამო პარკეტიდან
გააძევეს. მეოთხე მეოთხედისას პოპოვიჩი მსაჯებს მიუვარდა და უმტკიცებდა, რომ მეტოქე კალათბურთელმა გარბენი გააკეთა.

რაც შეეხება შეხვედრას, ქართველი ცენტრი, ტრადიციისამებრ, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე საბოლოო ჯამში 13:06 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში მან 4 ქულა, 2 პასი და 3 მოხსნა მოაგროვა, ხოლო ბურთი ორჯერ დაკარგა.

მატჩში ყველაზე მეტი, 27 ქულა კელი ტომპსონმა ჩააგდო, კევინ დურანტმა და სტეფ კარიმ კი, შესაბამისად, 24 და 21 ქულა მოიპოვეს. დრეიმონდ გრინმა 16 ქულა ჩაიწერა აქტივში.

"სპურსიდან" ლამარკუს ოლდრიჯი გამოირჩა, რომელმაც 24 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა.

ამ გამარჯვებით "გოლდენ სტეიტმა" 6 მოგებითა და 3 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

ფაჩულიას გუნდი მომდევნო შეხვედრას 5 ნოემბერს, სტუმრად "დენვერთან" გამართავს.

დღის მეორე მატჩში "პორტლენდმა" "ლეიკერსს" უმასპინძლა და 113:110 დაამარცხა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ხო, ბერას ხათრით ათანმაშებენ ფაჩულიას მსოფლიოს საუკეთესო გუნდში. ამ ხუთწლედში კიდევ 10 ქართველს ჩაუწყობენ საქმეს და NBA ჩემპიონი სრული შემადგენლობით იქნება ქართველები. საერთოდ ყველაფერი ჩაწყობითაა. შეიძლება გაისად ჩააწყონ უზბეკებმა და მაშინ გოლდენ სტეიტში ცენტრად ათამაშებენ ვინმე უზბეკს, იმიტომ, რომ ცენტრი არაფერს არ ნიშნავს 5 კაციან გუნდში და ეს ადგილი აუქციონზე იყიდება. სხვათა შორის, თავის დროზე მილანშიც იგივე ამბავი იყო - აუქციონზე ხან მარცხენა მცველის პოზიცია იყიდებოდა და ხან ცენტრალურის (კაფუს, მალდინის და ნესტას მხარდამხარ) და ამ საქმეს ქართველები აჩალიჩებდნენ ყველაზე მარჯვედ. ისე ყველაფერი ჩალიჩითაა და ბიძინამ რომ მოინდომოს, ზაპროსტო მოიგებს ჩემპიონთა ლიგას ჩიხურა, მაგრამ რა გინდა უქნა? ხეების გადარგვა-გადმორგვაში ფლანგავს ჩვენ ნაოფლარ ფულს. მოკლედ, ფაჩულია საერთოდ არაა კალათბურთელი, ფანტომასია. გოლდენ სტეიტი კი მაგარი ბანძი გუნდია.
გია
02:07 04-11-2017
5
ბერა ხოა ზაზას ძმაკაცი, გადაიხადოს მილიონი და დაუმატონ ერთი 10 წუთი, 13 წუთი რაა.
mg.m
16:48 03-11-2017
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული