Polskikosz.pl: გოგა ბითაძე - ახალი, უკეთესი ზაზა იზრდება

AutoSharing Option
პოლონურმა გამოცემა Polskikosz.pl-მ გოგა ბითაძეს სტატია მიუძღვნა სათაურით: "გოგა ბითაძე - ახალი, უკეთესი ზაზა იზრდება".

"18 წლის გოგა ბითაძე, ზაზა ფაჩულიას მსგავსად, 211 სანტიმეტრია სიმაღლეში და ისიც თბილისშია დაბადებული. რაც შეეხება თამაშის სტილს, ორივე მოთამაშე სრულიად განსხვავებულია. ზაზა ფაჩულია კარგია სამწამიანში და ასრულებს ბინძურ სამუშაოს. გოგა ბითაძე ტექნიკურად კარგია, უფრო ათლეტურია და უყვარს კალათაში შორიდან სროლა.

ძალიან მალე შესაძლებელია, რომ როგორც ფაჩულია და გიორგი შერმადინი, ბითაძეც საქართველოს ნაკრების წევრი გახდეს.

გოგა ბითაძე ბრწყინავს ABA ლიგასა და ადრიატიკის ლიგაში, მისი მონაგარი
საშუალოდ 12 ქულა, 9 მოხსნა და 5 ბლოკია.

სერიოზულ ოპონენტებთან ბრძოლაში ის ძალიან პერსპექტიულია, საკმაოდ დინამიკური და ტექნიკურია. რაც მთავარია, უნდა გაძლიერდეს ფიზიკურად, გააუმჯობესოს თავდაცვა და ისწავლოს ბრძოლა სიმჭიდროვეში. მას აქვს დიდი ნიჭი და შესაძლებლობა, იყოს ღირსეული მოთამაშე.

გოგა ბითაძე 2017 წელს საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ჰყავდა წაყვანილი, მაგრამ მონაწილეობა არცერთ მატჩში არ მიუღია.

ბითაძე ბალკანეთში ძალიან კარგია, მისი თამაში ყოველ მატჩში უკეთესობისკენ იცვლება", - წერს პოლონური გამოცემა.
მკითხველის კომენტარები / 7 /
მონაცემები რომ კარგია აქვს,უეჭველია,მაგრამ ზაზა უპირველესად ჭკუის ხარჯზეა ძლიერი და გიო მაგ ასპექტში როგორ განვითარდება,მომავალი გვიჩვენებს.ღმერთმა ქნას გამართლდეს პროგნოზი,მე კი ვფიქრობ ზაზას გვერდით ნაკრებში ორი ციკლი მაინც კიდევ რომ გაევლო,ფასდაუდებელი დახმარება იქნებოდა გოგა ბითაძის განვითარებისათვის.ზაზა ხომ ნბაშიც კი მოთამაშე მწვრთნელის ფუნქციებს ასრულებდა ფაქტობრივად,გოლდენ სტეიტში გადასვლამდე.
სოსო
13:32 09-11-2017
0
ბატონო გალაქტიონ! სადაა სიტყვის მარაგი, ჯურნალისტიკა, უბრალოდ, ქართული? :) რა უბედურებაა "ასრულებს ბინძურ სამუშაოს"? ბინძურ არა, შავ სამუშაოს სარულებს. გაითვალისწინეთ მომავალში და სიბინძურეს დაუმსახურებლად ნურავის დააბრალებთ.

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
სტატიაში ნახსენები სიტყვები აღნიშნავს "ბინძურ თამაშს", ეგრეთ წოდებულ "dirty games" და არა შავ სამუშაოს. სტატია ნათარგმნია პოლონური გამოცემიდან, წყარო მითითებულია
ტიციანი
22:51 05-11-2017
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული