"18 წლის გოგა ბითაძე, ზაზა ფაჩულიას მსგავსად, 211 სანტიმეტრია სიმაღლეში და ისიც თბილისშია დაბადებული. რაც შეეხება თამაშის სტილს, ორივე მოთამაშე სრულიად განსხვავებულია. ზაზა ფაჩულია კარგია სამწამიანში და ასრულებს ბინძურ სამუშაოს. გოგა ბითაძე ტექნიკურად კარგია, უფრო ათლეტურია და უყვარს კალათაში შორიდან სროლა.
ძალიან მალე შესაძლებელია, რომ როგორც ფაჩულია და გიორგი შერმადინი, ბითაძეც საქართველოს ნაკრების წევრი გახდეს.
გოგა ბითაძე ბრწყინავს ABA ლიგასა და ადრიატიკის ლიგაში, მისი მონაგარი
სერიოზულ ოპონენტებთან ბრძოლაში ის ძალიან პერსპექტიულია, საკმაოდ დინამიკური და ტექნიკურია. რაც მთავარია, უნდა გაძლიერდეს ფიზიკურად, გააუმჯობესოს თავდაცვა და ისწავლოს ბრძოლა სიმჭიდროვეში. მას აქვს დიდი ნიჭი და შესაძლებლობა, იყოს ღირსეული მოთამაშე.
გოგა ბითაძე 2017 წელს საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ჰყავდა წაყვანილი, მაგრამ მონაწილეობა არცერთ მატჩში არ მიუღია.
ბითაძე ბალკანეთში ძალიან კარგია, მისი თამაში ყოველ მატჩში უკეთესობისკენ იცვლება", - წერს პოლონური გამოცემა.
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
სტატიაში ნახსენები სიტყვები აღნიშნავს "ბინძურ თამაშს", ეგრეთ წოდებულ "dirty games" და არა შავ სამუშაოს. სტატია ნათარგმნია პოლონური გამოცემიდან, წყარო მითითებულია