სანაძის 10 ქულა და "პისტოიას" მარცხი "კანტუსთან"

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის მე-6 ტურში დუდა სანაძის "პისტოია" სახლში 82:93 დამარცხდა "კანტუსთან".

შეხვედრის პირველი ტაიმი მასპინძლებმა 16 ქულით წააგეს, მესამე მეოთხედში ანგარიშის 7 ქულამდე შემცირება შეძლეს, მაგრამ ბოლოსკენ ისევ გატყდნენ და წააგეს.

"პისტოიას" ქართველმა ლეგიონერმა დუდა სანაძემ 20 წუთში 10 ქულა ჩააგდო (2-დან 2 ორქულიანი, 5-დან 1 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო). მან ორჯერ მოხსნა და ორჯერ ჩაჭრა ბურთი.

ორივე გუნდიდან ყველაზე შედეგიანი 36 ქულით სტუმართა ტანმორჩილი (183 სმ) ამერიკელი კალათბურთელი რენდი კალპეპერი იყო, ხოლო მასპინძელთაგან მარკუს კენედი (26 ქულა).

"პისტოია"
სატურნირო ცხრილში 2 მოგებით მე-10 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული