11:17 12-11-2017
"გოლდენ სტეიტმა" "ფილადელფია" 135:114 გაანადგურა და ზაზამ 4 ქულა მოაგროვა [VIDEO]
AutoSharing Option
ზაზა ფაჩულია, ტრადიციისამებრ, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე, საერთო ჯამში, 11 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ზაზამ მხოლოდ 4 მოხსნა და 4 ქულა მოაგროვა.
შეხვედრაში ყველაზე მეტი, 29 ქულა კევინ დურანტმა ჩააგდო. კლეი ტომპსონმა 23 ქულა მიითვალა და სტეფ კარის ანგარიშზე 22 ქულაა.
კარგი სტატისტიკა ჰქონდათ სათადარიგოთა მოთამაშეებს: ნიკ იანგი - 20 წუთში 13 ქულა, ჯავალე მაგკი 8 წუთში 11 ქულა და 3 მოხსნა.
10 მოგებითა და 3 წაგებით "გოლდენ სტეიტი" დასავლეთ კონფერენციაში კვლავ პირველ ადგილზეა.
მომდევნო შეხვედრას ზაზა ფაჩულიას გუნდი 14 ნოემბერს შინ, ჩვენი დროით 08:30 საათზე "ორლანდო მეჯიქთან" გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 12 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კონტრაკტში უწერია 4-7 წუთი უნდა ითამაშოს, 114 ქულიდან 4 ქულის ჩაგდებაც ძაან მაგარია
0
0
Paata erts getyvi.rac pachuliam gaaketa imas vercerti ver gaaketebs verasdros es daimaxsovre.senakis siamayea zaza.
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
79.00 k
240.00 k
სიახლეები
პოპულარული