"გოლდენ სტეიტმა" "ფილადელფია" 135:114 გაანადგურა და ზაზამ 4 ქულა მოაგროვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
12 ნოემბერს, დილით, ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" "ფილადელფიას" ესტუმრა და ანგარიშით 135:114 გაანადგურა, რაც რეგულარულ ჩემპიონატში ზედიზედ მე-6 გამარჯვებაა.

ზაზა ფაჩულია, ტრადიციისამებრ, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე, საერთო ჯამში, 11 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ზაზამ მხოლოდ 4 მოხსნა და 4 ქულა მოაგროვა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი, 29 ქულა კევინ დურანტმა ჩააგდო. კლეი ტომპსონმა 23 ქულა მიითვალა და სტეფ კარის ანგარიშზე 22 ქულაა.

კარგი სტატისტიკა ჰქონდათ სათადარიგოთა მოთამაშეებს: ნიკ იანგი - 20 წუთში 13 ქულა, ჯავალე მაგკი 8 წუთში 11 ქულა
და 3 მოხსნა.

10 მოგებითა და 3 წაგებით "გოლდენ სტეიტი" დასავლეთ კონფერენციაში კვლავ პირველ ადგილზეა.

მომდევნო შეხვედრას ზაზა ფაჩულიას გუნდი 14 ნოემბერს შინ, ჩვენი დროით 08:30 საათზე "ორლანდო მეჯიქთან" გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 12 /
135 ქულიდან 4 მაგარია
Dato
21:50 12-11-2017
0
ისე სიმართლე გითხრათ, ევრობასკეტზე მომხდარის გამო ჩემთვის ფაჩულიამ საერთოდ დაკარგა აქტუალურობა, ხოლო რა ფორმითაც დღეს ის ერევა ჩვენს კალათბურთში პირდაპირ ვიტყვი მიუღებელია! რა მაგის საქმეა ვინ იქნება ფედერაციის პრეზიდრნტი?! ამიტომაც აწი გინდა 1 ქულა გააკეთოს და გინდაც 20. მთავარი ადამიანობის და თავმდაბლობის შენარჩუნებაა!
პაატა
22:30 12-11-2017
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული