პერსპექტიული ქართველი კალათბურთელი საკმაოდ სოლიდური გუნდის - "სეთონ ჰოლის" ღირსებას იცავს.
ეს გუნდი NCAA-ს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი - BIG EAST-ის კონფერენციის წევრია, სადაც შარშანწინდელი ჩემპიონი "ვილანოვა", სოლიდური "მარკეტი", "ბატლერი", "ქსავიერი", "კრეიტონი", "სენტ ჯონსი", "დე პოლი" და სხვა უნივერსიტეტის გუნდები ასპარეზობენ.
სანამ კონფერენციის ჩემპიონატი დაიწყებოდეს, გუნდები საკუთარი, ინდივიდუალური კალენდრის მიხედვით თამაშობენ და ამერიკის კონტინენტზე გაბნეული ასობით უნივერსიტეტის გუნდებიდან სპეციალურად შერჩეულ ოპონენტებს ხვდებიან.
"სეთონ ჰოლმა" უკვე 2 ოფიციალური შეხვედრა გამართა -
პირველ მატჩში მამუკელაშვილი სათადარიგო იყო და 20 წუთში 8 ქულა, 6 მოხსნა (5 შეტევაში) და 2 დაფარება მიითვალა. მამუკელაშვილმა 4-დან 1 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.
მომდევნო შეხვედრაში, "მონმაუსთან" მამუკელაშვილმა მოედანზე 11 წუთი გაატარა და 2 ქულა და 1 მოხსნა მოაგროვა. სანდრომ 4-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი და საჯარიმო ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.
"სეთონ ჰოლს" მომდევნო მატჩი 15 ნოემბერს, "ინდიანასთან" ელის.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით