გამოცემამ საქართველს ნაკრების კალათბურთელ გოგა ბითაძეზეც დაწერა. ამერიკული საიტი ახალგაზრდა კალათბურთელს იუსუფ ნურკიჩს ადარებს, რომელიც "პორტლენდის" ცენტრია.
საიტი ვარაუდობს, რომ ბითაძე 51-ე ნომრად იქნება განთესილი და მას "მინესოტა" აირჩევს.
"ძლიერი მხარეები: მისი პოზიციისთვის კარგი ფორმა, ძლიერი მხრები, აქვს კარგი ბალანსი და მობილურობა, ფიზიკურად ძლიერი ახალგაზრდაა. ის არ არის წარმატებული სპორტსმენი, მაგრამ მას შეუძლია შავი სამუშაოს შესრულება. ის არის ენერგიული კალათბურთელი, რომელსაც უყვარს უხეში თამაში. მას უყვარს აქტიური თამაში და არ ეშინია კალათბურთელებთან
მას აქვს ლამაზი ნახტომი და პარკეტზეც მშვენივრად გადაადგილდება. აყენებს კარგ ბლოკებს, ბურთითაც და უბურთოდაც. აქვს კარგი უნარი პოზიციის შერჩევის და აქტიურად იყენებს ხელებს თავდაცვის დროს.
სუსტი მხარეები: ის არ არის ფეთქებადი. მისი მეორე ნახტომი არ არის ისეთივე ძლიერი, როგორიც პირველი. მისი სხეული გაუმჯობესდა, მაგრამ მან უნდა გააგრძელოს ზრდა. ის არის ძალიან ემოციური მოთამაშე, რაც არ არის კარგი და ამან შეიძლება ზოგჯერ ყურადღება გაუფანტოს. მას შეიძლება არ ეშინია კონტაქტის, მაგრამ უჭირს ფიზიკურად ძლიერ მოთამაშეებთან გამკლავება. მას ჯერჯერობით კვლავ არ შეუძლია სტაბილურად სროლა და ეს ძირითადად გამოუცდელობის ბრალია. მან უფრო კარგად უნდა ისწავლოს წესები და ყოველთვის არ უნდა წავიდეს ბლოკზე.
დასკვნა: გოგა ბითაძე წლების მანძილზე აუმჯობესებს თავის თამაშს. ის აჩვენებს, რომ შეუძლია მომავალში დიდი კალათბურთელი გახდეს. თუ ის მუდმივად საფრთხეს შეუქმნის პერიმეტრს და გააგრძელებს მუშაობას, მისი სახით საინტერესო პერსპექტივა იქნება..." - წერს ამერიკული საიტი.
გოგა ბევრს ისწავლის სერბეთში. კალათბურთის ქვეყანაა ყოფილი იუგოსლავია უძლიერესი იყო. კაზიმერ ჩიოსიჩი, დრაჟენ პეტროვიჩი ლეგენდები იყვნენ.
აბა შენ იცი გოგა, ჯერ ახალგაზრდა ხარ და ბევრს მიაღწევ თუ ივარჯიშებ კარგად.
შენი იმედი აქვს სრულიად საქართველოს. ხომ ხედავ არა გვყავს ცენტრი. უნდა აიღო შენს თავზე. შენ ეს უნდა შეძლო.