ბითაძე ძალიან დამაჯერებლად ასპარეზობს როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. ამას დაემატა ის ფაქტორი, რომ გოგა ბითაძე გახდა ნოემბრის თვის საუკეთესო მომხსნელი. მან ამის გაკეთება საშუალოდ 9.0 მოხსნით შეძლო.
განსაკუთრებით კარგად გოგა მაკედონიურ "სკოპიესთან" გაისარჯა, სადაც 12-ჯერ მოხსნა ბურთი ფარიდან. ასევე აღსანიშნავია სერბულ "პარტიზანთან" შესრულებული 10 მოხსნა, რადგანაც ეს გუნდი სწორედ მოხსნების დიდი რაოდენობით გამოირჩევა და ასევე, სერბულ ფმპ-სთან 5 მოხსნა.
გოგასთან ერთად
ცნობისთვის, თავის მორიგ შეხვედრას გოგა ბითაძის "მეგა-ბემაქსი" დღეს გამართავს, სადაც ახალგაზრდა მოთამაშეებით დაკომპლექტებული სერბული გუნდი ხორვატიულ "ზადარს" დაუპირისპირდება.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით