გოგა ბითაძე "მეგა ბიმაქსს" ორმაგი დუბლით "იგოკეას" დამარცხებაში დაეხმარა [VIDEO]

AutoSharing Option
ადრიატიკის ლიგის მე-11 ტურში ქართველი ცენტრალური თავდამსხმელის გოგა ბითაძის "მეგა ბიმაქსმა" ბოსნიაში 89:82 მოუგო "იგოკეას" და 4 ქულით ჯგუფში მე-8 ადგილზეა.

ამ შეხვედრაში კარგად გაისარჯა ბითაძე: 25:54 წუთში 13 ქულა (9-დან 5 ორქულიანი, 3-დან 3 საჯარიმო) ჩააგდო, 10-ჯერ მოხსნა და ორჯერ ჩაჭრა ბურთი და 4 პერსონალური მიიღო.

მისი გუნდიდან 21 ქულით ყველაზე შედეგიანი განჩარი იყო, ხოლო "იგოკეადან" რადანოვიჩი და იევტოვიჩი (18-18 ქულა).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული