სანდრო მამუკელაშვილის 7 ქულა და "სეტონ ჰოლის'' მე-9 გამარჯვება

AutoSharing Option
ნიუ-ორანჟის "სეტონ ჰოლმა", რომელშიც სანდრო მამუკელაშვილი თამაშობს, ამერიკის სტუდენტურ ლიგაში მე-9 გამარჯვება მოიპოვა და "ბიგ ისთის" 10-გუნდიან კონფერენციაში მე-3 ადგილზე გადაინაცვლა. ამ პოზიციას სეტონჰოლელები "ქსავიერის" უნივერსიტეტთან იყოფენ, ხოლო პირველზე "ვილანოვა" (10-0), მეორეზე კი "ჯორჯთაუნი" (8-0) არიან.

მამუკელაშვილის გუნდმა მიმდინარე სეზონში ერთი მატჩი, ისიც ბოლო წამზე მიღებული ბურთით, "როდ აილენდთან" წააგო და სადღეისოდ 9 მოგება აქვს. ბოლო გამარჯვება სეტონჰოლელებმა დღეს, გამთენიისას, "სეინთ პიტერის უნივერსიტეტთან" მოიპოვეს. "პირატებმა" ("სეტონ ჰოლის" სახელია) მეტოქეს საკმაოდ იოლად - 84:61 სძლიეს.

ქართველი ფორვარდი სათადარიგო იყო და მოედანზე
17 წუთით გამოჩნდა, რა დროშიც 7 ქულა, 4 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. მამუკელაშვილმა 5-დან 3 ორქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. საუკეთესო გახდა ეინჯელ დელგადო, რომელმაც 18 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა.

"სეტონ ჰოლ პირატსი" მომდევნო მატჩს 16 დეკემბერს, "სკარლეტ ნაითს რატჯერსთან" გამართავს.

მომზადებულია gfb.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
დაეხმარეტ სანდროს მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა და ითამაშოს გუნდთან ერთად.
კაკო
14:53 13-12-2017
0
რამდენად მე ვიცი მოქალაქეობა უკვე მიგო ამ ზაფხულს
შოთა გუგეშაშვილი
14:48 14-12-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული