ფაჩულია გუნდის განაცხადში იყო, თუმცა არ უთამაშია.
ამერიკულ საიტებზე გავრცელებული ინფორმაციით, ფაჩულიას არყოფნის მიზეზი ბოლოდროინდელი ტრავმაა. ამიტომ გუნდის მწვრთნელმა სტივემ ქერიმ იგი დაასვენა.
სავარაუდოდ, ფაჩულია კლუბს 19 დეკემბერს დაუბრუნდება, როდესაც ''უორიორსი'' გასვლით შეხვედრაში ''ლეიკერსს'' დაუპირისპირდება.
ფაჩულიას უკვე ზედიზედ 3 მატჩში არ უთამაშია.