NBA. მატჩები: ლებრონის სამმაგი დუბლი, დურანტის 36 ქულა და ფაჩულია სათადარიგოზე [VIDEO]

AutoSharing Option
15 დეკემბერს NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგი მატჩები გაიმართა.

ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" "დალასს" უმასპინძლა და ანგარიშით 112:97 დაამარცხა.

ფაჩულიას ყოფილი გუნდის წინააღმდეგ არ უთამაშია, თუმცა ის შემადგენლობაში იყო.

"უორიორსს" კვლავ არ ჰყავდა დრეიმონდ გრინი და სტეფ კარი. ოკლენდელებს კი კევინ დურანტმა ულიდერა, რომელმაც 36 ქულა, 11 მოხსნა და 7 პასი მიითვალა. კლეი ტომპსონმა კი 25 ქულა და 5 მოხსნა დააგროვა.

ორმაგი დუბლის გაფორმება შეძლო ომრი კასპიმ, რომელმაც 17 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა.

"დალასიდან" დირკ ნოვიცკი გამოირჩა, რომელმაც 18 ქულა
ჩააგდო და ბურთი 9-ჯერ მოხსნა.


"გოლდენ სტეიტს" დასავლეთ კონფერენციაში 23 მოგება და 6 მარცხი დაუგროვდა. ამ მაჩვენებლით ისინი კვლავ მეორე ადგილზე არიან "ჰიუსტონ როკეტსის" შემდეგ.

მომდევნო მატჩს ზაზა ფაჩულიას გუნდი 19 დეკემბერს, სტუმრად "ლეიკერსთან", ჩვენი დროით 07:30 საათზე გამართავს.

ჩემპიონთან მომავალ მატჩამდე კი "ლეიკერსი" ვიცე-ჩემპიონს დაუპირისპირდა სტუმრად და ანგარიშით 112:121 დამარცხდა. შეხვედრაში ყველაზე მეტი, 28 ქულა კევინ ლავმა ჩააგდო, რასაც 11 მოხსნა და 3 პასი მიამატა.

ლებრონ ჯეიმსმა კი სამმაგი დუბლი გაიფორმა. "მეფემ" 25 ქულა, 12 მოხსნა და 12 პასი მიითვალა.

სამმაგ დუბლამდე 2 მოხსნა დააკლდა "ლეიკერსის" ყველაზე გაპიარებულ კალათბურთელს, ლონზო ბოლს, რომელმაც 13 ქულა, 11 პასი და 8 მოხსნა დააგროვა.


დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

მინესოტა-საკრამენტო 119:96
ატლანტა-დეტროიტი 91:105
ბრუკლინი-ნიუ იორკი 104:111
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული