სანდრო მამუკელაშვილის "სეტონ ჰოლმა" მე-10 მოიგო

AutoSharing Option
სანდრო მამუკელაშვილის "სეტონ ჰოლმა" ამერიკის სტუდენტურ ლიგაში მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

"ბიგ ისთის" კონფერენციაში მოასპარეზე "პირატებმა" (გუნდის მეტსახელია) ბოლოსწინა, არასაკონფერენციო მატჩი გამართეს, რომელშიც "ვაგნერ სიჰოუქსს" 89:68 სძლიეს.

მამუკელაშვილი სათადარიგო იყო და მოედანზე 18 წუთით გამოჩნდა. ქართველმა ფორვარდმა 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. სანდროს ჯამში 2 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დაუგროვდა. საუკეთესო იყო ხადინ კარინგტონი, რომელმაც გამარჯვებულებს 26 ქულა შემატა.

"სეტონ ჰოლს" 10 მოგება და 2 მარცხი აქვს და "ბიგ ისთის" კონფერენციაში მე-5
ადგილზე იმყოფება. მამუკელაშვილის გუნდი ბოლო არასაკონფერენციო მატჩს 23 დეკემბერს, "მანჰეტენ იასპერსთან" გამართავს, რის შემდეგაც, 29 დეკემბრიდან "ბიგ ისთის" კონფერენციის პირველობა დაიწყება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული