მამუკელაშვილის “სეტონ ჰოლმა” კონფერენციის ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო

AutoSharing Option
ამერიკის სტუდენტურ ლიგაში კონფერენციის ჩემპიონატები დაიწყო, სადაც სანდრო მამუკელაშვილის "სეტონ ჰოლი პირატსი" ასპარეზობს.

დღეს დილით ქართველის გუნდმა "კრეიტონი" 90:84 დაამარცხა.

მამუკელაშვილი სათადარიგო იყო და მოედანზე მხოლოდ 4 წუთით გამოჩნდა. სანდრომ 1 სამქულიანის სროლა მოახერხა, მაგრამ ფარში ვერ მოათავსა.

შეგახსენებთ, რომ "ბიგ ისთის" ჩემპიონატის დაწყებამდე "სეტონ ჰოლმა" 14 მატჩი გამართა სხვადასხვა კონფერენციის გუნდებთან, საიდანაც 12 მოიგო. არასაკონფერენციო მატჩებში არაოფიციალური გამარჯვებული "ვილანოვა" გახდა, რომელმაც 13-დან 13 შეხვედრა მოიგო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული