დღეს დილით ქართველის გუნდმა "კრეიტონი" 90:84 დაამარცხა.
მამუკელაშვილი სათადარიგო იყო და მოედანზე მხოლოდ 4 წუთით გამოჩნდა. სანდრომ 1 სამქულიანის სროლა მოახერხა, მაგრამ ფარში ვერ მოათავსა.
შეგახსენებთ, რომ "ბიგ ისთის" ჩემპიონატის დაწყებამდე "სეტონ ჰოლმა" 14 მატჩი გამართა სხვადასხვა კონფერენციის გუნდებთან, საიდანაც 12 მოიგო. არასაკონფერენციო მატჩებში არაოფიციალური გამარჯვებული "ვილანოვა" გახდა, რომელმაც 13-დან 13 შეხვედრა მოიგო.