თორნიკე შენგელიამ ცკსა-ს ევროლიგაზე ორმაგი დუბლი შეუსრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროლიგის მე-15 ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" ფერნანდო ბუესას სახელობის 9 717-იან არენაზე გათამაშების ლიდერს მოსკოვის ცსკა-ს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 81:90 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ არმიელებმა გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება მხოლოდ მეოთხე პერიოდში მოახერხეს.

თორნიკემ 28:17 წუთში 20 ქულა ჩააგდო (9-დან 5 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი, 8-დან 7 საჯარიმო), 13-ჯერ მოხსნა ბურთი, 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და 2 პერსონალური მიიღო.

ის თავისი გუნდიდან ყველაზე შედეგიანი იყო და პირველ ტაიმში ყველა ბურთი ჩააგდო (3-დან 3 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო!).
მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი კი 25 ქულით სერხიო როდრიგესი იყო.

"ბასკონია" სატურნირო ცხრილში 7 მოგებით მე-9 ადგილზეა და შემდეგ ტურში, 5 იანვარს სტამბულში "ფენერბახჩეს" ხვდება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
სამაგალითო ხარ მომავალი თაობისთვის,ასი ნაბიჯით წინ ხარ ვიდრე თუნდაც ერთი წლის წინ, გენაცვალე წარმატებებიი
Dato
21:03 30-12-2017
0
მიდი თოკო შემოგევლე,ნ.ბ.ა.ჰორიზონტზე უკვე კარგადა ჩანს.
sake
16:01 30-12-2017
0

სიახლეები პოპულარული