გოგა ბითაძის 21 ქულა 20:28 წუთში და საუკეთესო მატჩი "მეგა ბიმაქსში" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ადრიატიკის ლიგის მე-14 ტურში 18 წლის ქართველი ცენტრალური თავდამსხმელის გოგა ბითაძის მეგა ბიმაქსი" სტუმრად დაძაბულ ბრძოლაში დამარცხა მონტენეგროს ბარის "მორნართან" 83:87 და 4 მოგებით სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა.

გოგამ თავის გუნდში საუკეთესო მატჩი ჩაატარა - 20:28 წუთში 21 ქულა ჩააგდო (16-დან 9 ორქულიანი და 1-დან 1 სამქულიანი) , 6-ჯერ მოხსნა ბურთი და შეხვედრის დასრულებამდე 3 წუთით ადრე მე-5 პერსონალური მიიღო.

ბითაძე თავისი გუნდიდან ყველაზე შედეგიანი იყო, ხოლო მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი 36 ქულით მონტენეგროელი ნედჰამი გახდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული