სანდრო მამუკელაშვილის "სეტონ ჰოლმა" "სეინთ ჯონსი" დაამარცხა

AutoSharing Option
სანდრო მამუკელაშვილის "სეტონ ჰოლმა" 2017 წლის ბოლო დღეს მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

ნიუ ჯერსის შტატის ქალაქ ნიუ ორანჟში მდებარე უნივერსიტეტის გუნდმა "ბიგ ისთის" კონფერენციის მეორე ტურის მატჩში "სეინთ ჯონსს" უმასპინძლა და 5 ულის სხვაობით - 75:70 დაამარცხა.

"სეტონ ჰოლის" ვერც ერთმა სათადარიგომ, მათ შორის ვერც მამუკელაშვილმა, ქულა ვერ მოინაგრა. ნიუორანჟელების დამრტყმელ ძალას სენიორები - 21-22 წლის ბიჭები შეადგენენ, რომლებიც სასტარტო ხუთეულში არიან კონცენტრირებულნი და სტუდენტურ ლიგაში თავის გუნდს გამარჯვებებისკენ მიუძღვიან.

"სეტონ ჰოლს" კვლავ როდრიგეს-დელგადო-კარინგტონის ტრიომ ულიდერა, რომლებმაც ჯამში 59 ქულა მიითვალეს.
მამუკელაშვილმა 8 წუთში 2 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. 19 წლის ქართველმა ფორვარდმა 1 სამქულიანი ტყორცნა, თუმცა არაზუსტად.

მეორე ტურში მარცხი იწვნია "ვილანოვამ", რომელიც არათუ "ბიგ ისთის" კონფერენციის, არამედ, მთლიანად სტუდენტური ლიგის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად ითვლება. ვილანოველებმა სტუმრად "ბატლერთან" წააგეს. "ბიგ ისთის" კონფერენციას 2-2 მოგებით 3 გუნდი - "ბატლერი", "სეტონ ჰოლი" და "ქსავიერი" ლიდერობენ. მომდევნო მატჩს მამუკელაშვილის გუნდი 6 იანვარს, სტუმრად, "ბატლერთან" გამართავს.

მომზადებულია gbf-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული