ნიუ ჯერსის შტატის ქალაქ ნიუ ორანჟში მდებარე უნივერსიტეტის გუნდმა "ბიგ ისთის" კონფერენციის მეორე ტურის მატჩში "სეინთ ჯონსს" უმასპინძლა და 5 ულის სხვაობით - 75:70 დაამარცხა.
"სეტონ ჰოლის" ვერც ერთმა სათადარიგომ, მათ შორის ვერც მამუკელაშვილმა, ქულა ვერ მოინაგრა. ნიუორანჟელების დამრტყმელ ძალას სენიორები - 21-22 წლის ბიჭები შეადგენენ, რომლებიც სასტარტო ხუთეულში არიან კონცენტრირებულნი და სტუდენტურ ლიგაში თავის გუნდს გამარჯვებებისკენ მიუძღვიან.
"სეტონ ჰოლს" კვლავ როდრიგეს-დელგადო-კარინგტონის ტრიომ ულიდერა, რომლებმაც ჯამში 59 ქულა მიითვალეს.
მეორე ტურში მარცხი იწვნია "ვილანოვამ", რომელიც არათუ "ბიგ ისთის" კონფერენციის, არამედ, მთლიანად სტუდენტური ლიგის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად ითვლება. ვილანოველებმა სტუმრად "ბატლერთან" წააგეს. "ბიგ ისთის" კონფერენციას 2-2 მოგებით 3 გუნდი - "ბატლერი", "სეტონ ჰოლი" და "ქსავიერი" ლიდერობენ. მომდევნო მატჩს მამუკელაშვილის გუნდი 6 იანვარს, სტუმრად, "ბატლერთან" გამართავს.
მომზადებულია gbf-ს მიხედვით