ქართველმა ცენტრმა "მემფისის" წინააღმდეგ 17 ქულა დააგროვა.
ამ ფაქტს საიტი mercurynews.com გამოეხმაურა, რომელმაც ფაჩულიას ამ მიღწევას სტატია მიუძღვნა.
"ზაზა ფაჩულია არ ჩერდება. იმ ღამეს, როდესაც მან ყველაზე მეტი ქულა ჩააგდო, რაც ოდესმე "უორიორსში" დაუგროვებია, საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ სტეფ კარისთვის ეჯობნა.
სტივ ქერი ("გოლდენ სტეიტის" მწვრთნელი): ძალიან ცუდია, რომ კარიმ ფაჩულიას ეს ღამე მოპარა. ზაზა ჩვენ ძალიან გვიყვარს.
ფაჩულიასთვის ასეთი თამაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო რადგან მან 5 შეხვედრა გამოტოვა
"უორიორსი" აფასებს ზაზას იმის გამო, რომ შეუძლია თავის თანაგუნდელებს სივრცე გაუხსნას და მისი ასეთი თამაში ურთიერთსასარგებლო აღმოჩნდა "მემფისთან" მატჩში.
მეტოქე კალათბურთელები უფრო კევინ დურანტს და სტეფ კარის აქცევდნენ ყურადღებას და ზაზა ამას კარგად იყენებდა.
როდესაც ზაზას კითხეს ამ ფაქტის შესახებ მან განაცხადა:
"ადვილი არაფერია, მაგრამ ძალიან კარგია, რომ გყავს ისეთი თანაგუნდელი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი წერტილიდან ისროლოს".
ისეთ ვარსკვლავებთან გვერდით თამაში როგორიც სტეფ კარი, კევინ დურანტი და კლეი ტომპსონია, ზაზა კარგად აცნობიერებს, რომ მისი მთავარი მოვალეობა ქულების დაგროვება არაა.
ამ სეზონშში მატჩში საშუალოდ იგი 4,8 ქულას, 4,7 მოხსნას და 1,5 შედეგიან გადაცემას აკეთებს.
მან ამ ფაქტზე შემდეგი განაცხადა
"რა თქმა უნდა, არ ვარ ცნობილი ქულების დამგროვებლად. განსაკუთრებით ისეთ კალათბურთელებთან როგორებიც ჩვენს გუნდში თამაშობენ.
რაც შეეხება "გრიზლისთან" თამაშს, ეს განსაკუთრებული ღამე იყო.
ზოგჯერ გვიწევს დიდი მსხვერპლის გაღება რათა ჩემპიონები გავხდეთ".
ცენტრის როლი თამაშში ძალიან მნიშვნელოვანი ხდება. ისეთი კარგი ცენტრის წინააღმდეგ მატჩში, როგორიც მარკ გასოლია, ფაჩულიამ შეძლო და მის წინააღმდეგ გაიბრწყინა.
ფაჩულიას შესახებ კომენტარი გააკეთა კევინ დურანტმაც.
"ზაზამ ნამდვილად დიდებული კალათბურთი ითამაშა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის შესანიშნავად გაადგილდება პარკეტზე", - აღნიშნა 29 წლის ამერიკელმა კალათბურთელმა.