თორნიკე შენგელიამ ევროლიგაზე "ფენერბახჩეს" 15 ქულა ჩაუგდო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროლიგის მე-16 ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" სტამბულში "ფენერბახჩეს" პირველი ტაიმი 2 ქულით მოუგო, მაგრამ შემდეგ მასპინძლები უპირატესობას დაეუფლნენ და გაიმარჯვეს 79:74.

თორნიკემ 27:44 წუთში 15 ქულა ჩააგდო (5-დან 4 ორქულიანი, 1-დან 0 სამქულიანი და 9-დან 7 საჯარიმო, 6 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა, ერთხელ დაკარგა ბურთი და 3 პერსონალური მიიღო), თავისი გუნდიდან ყველაზე შედეგიანი იყო, ხოლო მარგი ქმედების კოეფიციენტით (22) მხოლოდ სტამბულელ ბრედ უონამეიკერს ჩამორჩა (24). ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი ქულა "ფენერბახჩეს" კალათბურთელმა მარკო გუდურიჩმა ჩააგდო (18).

"ბასკონია" სატურნირო ცხრილში 7 მოგებით მე-9 ადგილზეა და 12 იანვარს "ოლიმპიაკოსს" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბარემ შენგელიას მომენტები დაგედოთ!!!!
;oksfpoef``
11:23 06-01-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული