მამუკელაშვილის “სეტონ ჰოლმა” სტუმრად “ბატლერი” დაამარცხა და კონფერენციაში გალიდერდა

AutoSharing Option
სანდრო მამუკელაშვილის “სეტონ ჰოლმა” “ბატლრ ბულდოგსი” სტუმრად, დაძაბულ ბრძოლაში 90:87 დაამარცხა და 3-დან 3 მოგეებით “ბიგ ისთის” კონფერნციაში 1998-99 წლების სეზონის შემდეგ პირველად გალიდერდა.

“სეტონ ჰოლ პირატსი” ჩინებულ სეზონს ატარებს და სტუდენტური ლიგის ერთ-ერთი უძლიერესი კონფერნციის მოგების უმთავრესი კანდიდატია.

აღნიშნულ კონფერენციაში ასპარეზობს სტუდენტური ლიგის მრავალგზისა და ბოლოს 2016 წლის ჩემპიონი “ვილანოვა”, რომელსაც “ბიგ ისთის” კონფერენციაში 3 მატჩიდან 1 წაგება აქვს და ისიც “ბატლერთან”, რომელიც გუშინ მამუკელაშვილის გუნდმა დაამარცხა.

ქართველმა ლეეგიონერმა მხოლოდ 1 წუთი ითამაშა და სტატისტიკური მონაგარი არ ჰქონია.

10-გუნდიან
“ბიგ ისთის” კონფეერენციას 3-დან 3 მოგებით “სეტონ ჰოლ პირატსი” ლიდერობს. 3 მოგება და 1 მარცხი აქვთ “ქსავიერს” და “კრეიტონს”. მომდევნო მატჩს მამუკელაშვილის გუნდი 10 იანვარს, სტუმრად “მარკეტთან” (2 მოგება, 2 მარცხი) ჩაატარებს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 1 /
მგონი აჯობებს გუნდი შეიცვალოს.
dato
13:39 07-01-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული