გოგა ბითაძე და "მეგა ბიმაქსი" "ბუდუჩნოსტთან" დამარცხდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ადრიატიკის ლიგის მე-16 ტურის შეხვედრა გოგა ბითაძის "მეგა ბიმაქსმა" ლიდერ "ბუდუჩნოსტთან" კარგად დაიწყო, პირველი მეოთხედი 8 ქულით მოიგო, მაგრამ შემდეგ სტუმრები დაეუფლნენ ინიციატივას და 94:83 გაიმარჯვეს.

გოგამ ვერ ჩაატარა მთლად საუცხოო მატჩი, 16:22 წუთში ოდენ 4 ქულა მიითვალა (4-დან 2 ორქულიანი), 4-ჯერ მოხსნა და ერთხელ ჩაჭრა ბურთი, 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და 4 პერსონალური მიიღო.

მისი გუნდიდან 15 ქულით ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი ვლატკო კანჩარი იყო, ხოლო მატჩში ყველაზე მეტი, 18 ქულა პოდგორიცელმა ნიკოლა ივანოვიჩმა ჩააგდო.

"მეგა ბიმაქსი" 5 მოგებით სატურნირო
ცხრილში მე-8 ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული