მანუჩარ მარკოიშვილის "რეჯიო ემილიამ" ყაზანში "უნიკსი" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროთასის მე-2 ეტაპის მე-3 ტურში მანუჩარ მარკოიშვილის "რეჯიო ემილია" ყაზანის ნახევრადცარიელ 7 882-იან "ბასკეტ ჰოლში" ლიდერ "უნიკსს" შეხვდა და 71:69 მოუგო.

მანუჩარმა 29:44 წუთში 12 ქულა ჩააგდო (5-დან 2 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი, 3-დან 2 საჯარიმო), 2-ჯერ მოხსნა და 3-ჯერ ჩაჭრა ბურთი, 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და 3 პერსონალური მიიღო.

მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი 16 ქულით მისი თანაგუნდელი ჯეიმს უაიტი იყო, ხოლო "უნიკსიდან" ყველაზე მეტი, 15 ქულა ჯამარ სმიტმა ჩააგდო.

"რეჯიო ემილიას" და "უნიკსს" 2-2 მოგება აქვთ და შემდეგ ტურში,
23 იანვარს იტალიაში შეხვდებიან ერთმანეთს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მანუ შე ლომო! წარმატებები
tubaldo
12:24 17-01-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული