მანუჩარ მარკოიშვილის "რეჯიო ემილიამ" ლიდერი "სიდიგასი" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის ჩემპიონატის მე-16 ტურში საქართველოს ნაკრების კაპიტანის მანუჩარ მარკოიშვილის "რეჯიო ემილიამ" სახლში ლიდერი აველინოს "სიდიგალი" 89:86 დაამარცხა.

მანუჩარი კვლავ კარგად გაისარჯა: 31 წუთში 14 ქულა ჩააგდო (7-დან 4 ორქულიანი, 5-დან 1 სამქულიანი, 4-დან 3 საჯარიმო), 3-ჯერ მოხსნა , ერთხელ ჩაჭრა, ერთხელ დაკარგა ბურთი, 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, 2 პერსონალური მიიღო და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 15 იყო.

ყველაზე მეტი ქულა, 21 "სიდიგალის" უკრაინელმა ცენტრალურმა თავდამსხმელმა კირილ ფესენკომ ჩააგდო, ის მატჩის ყველაზე სასარგებლო მოთამაშე იყო (29), ხოლო "რეჯიო ემილიადან" ამადეო დელა
ვალემ 19 ქულა შესძინა თავის გუნდს.

"რეჯიო ემილია" 6 მოგებით სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული