სანდრო მამუკელაშვილის "სეტონ ჰოლმა" 2 მატჩი წააგო და ლიდერობა დაკარგა

AutoSharing Option
წარუმატებელი მატჩები ჰქონდა სანდრო მამუკელაშვილის "სეტონ ჰოლს". ამერიკის სტუდენტური ლიგის "ბიგ ისთის" კონფერენციაში "მეკობრეებმა" 3 დღეში 2 მატჩი წააგეს - ჯერ "კრეიტონთან" სტუმრად 63:80 განადგურდნენ, შემდეგ კი შინ "ქსავიერთანაც" წააგეს - 64:73.

მამუკელაშვილმა "კრეიტონთან" 12 წუთი ითამაშა და 5 ქულა, 2 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. რაც შეეხება "ქსავიერთან" მატჩს, სანდრო მოედანზე მხოლოდ 1 წუთით გამოჩნდა და 1 მოხსნას დასჯერდა.

4 მოგებითა და 3 მარცხით, 2 კვირის წინ ლიდერი "სეტონ ჰოლი" 10-გუნდიან კონფერენციაში მე-5 ადგილზე დაშვა. შემდეგი მატჩი
"მეკობრეებს" 29 იანვარს, სტუმრად "დე პოლთან" ელით.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული