22 წუთში 22 ქულა! - თორნიკე შენგელიამ "ბასკონიას" "ბეტისთან" მოაგებინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის ჩემპიონატის მე-17 ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" სახლში სევილიას "ბეტისი" გაანადგურა 94:70 და სატურნირო ცხრილში 10 მოგებით მე-6 ადგილზეა.

თორნიკე კვლავ მატჩის MVP გახდა: 22 წუთში 22 ქულა ჩააგდო (10-დან 7 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი, 6-დან 5 საჯარიმო), 8-ჯერ მოხსნა, ერთხელ ჩაჭრა, ერთხელ დაკარგა ბურთი, 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და მარგი ქმედების კოეფიციენტით (34) მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

ცნობისათვის, "ბასკონიადან" მის შემდეგ ყველაზე შედეგიანები 15-15 ქულით იანის ტიმა და მეტ იანინგი იყვნენ, ხოლო სტუმართა გუნდიდან რაიან კელი (13).

მკითხველის კომენტარები / 1 /
ნბა გაიღვიძეთ
0

სიახლეები პოპულარული