თურქეთის კალათბურთის ფედერაციის ნახევარფინალში დიქსონის “ბაჰჩეშეჰირი” “ახისარ ბელედიეს” შეხვდა და 92:84 სძლია. მაიკლმა 19:19 წუთში 15 ქულა, 1 მოხსნა და 5 პასი მოაგროვა. მან 4-დან 2 ორქულიანი, 7-დან 3 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.
ფინალში, რომელიც 28 იანვარს გახლავთ დაგეგმილი, “ბაჰჩეშეჰირი” “ტურკ ტელეკომს” ხვდება.