11:56 29-01-2018
გოგა ბითაძე ადრიატიკის ახალგაზრდული ლიგის ჩემპიონი და საუკეთესო მოთამაშეა [VIDEO]
AutoSharing Option
შეგახსენებთ, რომ სერბულმა გუნდმა ნახევარფინალში "იგოკეას" (ბოსნია-ჰერცეგოვინა) 73:70 სძლია, ქართველმა ცენტრმა კი 33:45 წუთში 17 ქულა, 14 მოხსნა (7 შეტევაში), 1 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მოაგროვა.
ბითაძეს ტემპი არც ფინალში დაუგდია, სადაც "მეგა ბემაქსი" უმთავრეს ფავორიტად მიჩნეულ "ცრვენა ზვეზდას" გაეჯიბრა და მოულოდნელად იოლად – 82:60 სძლია. აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმის მერე გოგას გუნდი 2 ქულით მარცხდებოდა, მე-2 ნახევარში კი მეტოქე 47:23 გაანადგურა.
ბითაძე სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 24:31 წუთში 17 ქულა, 8 მოხსნა (2 შეტევაში), 1 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა. ქართველმა ლეგიონერმა 9-დან 7 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს, ერთხელ დაუფარეს, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ.
თამაშის მერე გოგას საუკეთესო კალათბურთელისთვის განკუთვნილი პრიზი გადასცეს და ცხადია, ის "ოთხთა ფინალის" სიმბოლურ ხუთეულშიც მოხვდა.
ახალგაზრდულ დონეზე ტრიუმფის მერე ბითაძე "მეგა ბემაქსის" ძირითად გუნდს უბრუნდება და 30 იანვარს, ადრიატიკის ლიგის ძირითად გათამაშებაში, მაკედონიურ "სკოპიესთან" მატჩისთვის მოემზადება.
მომზადებულია GBF.GE-ს მიხდვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
79.00 k
240.00 k
სიახლეები
პოპულარული