მანუჩარ მარკოიშვილის "რეჯიო ემილია" მოულოდნელად "ლიმოჟთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროთასზე ჯგუფის ფავორიტის ყაზანის "უნიკსის" ორჯერ ძლევის შემდეგ, მანუჩარ მარკოიშვილის "რეჯიო ემილია" მე-5 ტურში აქამდე უქულოდ მყოფ "ლიმოჟთან" დამარცხდა 71:80, რომელიც სახლში 87:54 გააანადგურა.

"რეჯიო ემილიას" 3 ქულა აქვს და 6 თებერვალს უკანასკნელ ტურში ვილერბანის "ასველს" მასპინძლობს. დღეს მე-5 ტურის დასკვნით შეხვედრაში კი საფრანგეთში ერთმანეთს "ასველი" და "უნიკსი" ხვდებიან.

მანუჩარმა 11:32 წუთში მხოლოდ 3 ქულა შესძინა თავის გუნდს (2-დან 0 ორქულიანი და 2-დან 1 სამქულიანი), ერთხელ ჩაჭრა ბურთი და 3 პერსონალური მიიღო.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ხოდა იმიტომაც წაუგიათ მანუს თუ არ წაუვიდა თამაში და სულ 3 ქულა ჩააგდო.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული