მამუკელაშვილის “სეტონ ჰოლმა” “პროვიდენსი” დაამარცხა და ლიდერებში დაბრუნდა

AutoSharing Option
სანდრო მამუკელაშვილის “სეტონ ჰოლმა” ამერიკის სტუდენტურ ლიგაში მორიგი, პრინციპული მატჩი მოიგო. ერთ-ერთი წამყვანი – “ბიგ ისთის” კონფერენციაში “მეკობრეებმა” “პროვიდენსს” უმასპინძლეს და 73:57 დაამარცხეს.

მამუკელაშვილმა, ტრადიციულად, მცირე ხნით ითამაშა. ის 3 წუთი გამოჩნდა მოედანზე და 1 მოხსნას დასჯერდა. საუკეთესო იყო ხადინ კარინგტონი, რომელმაც 23 ქულა და 7 პასი მიითვალა. ეინჯელ დელგადოს ანგარიშზე 13 ქულა და 16 მოხსნა დაგროვდა.

6 მოგებითა და 3 მარცხით “სეტონ ჰოლი” “ბიგ ისთის” კონფერენციაში მე-3 ადგილზეა “ვილანოვასა” და “ქსავიერის” შემდეგ. შემდეგ მატჩს “მეკობრეები” 4 თებერვალს, სტუმრად “ვილანოვასთან”
გამართავენ.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს კაცი რამეს თამაშობს? მე ამის 2 ქულაზე მეტი ჩაგდებული არ მინახავს და 2 - 3 წუთის მეტს არ ათამაშებენ. ანუ მართლა პერსპექტიულია და მომატებას ველოდებით თუ ეს მისი მაქსიმუმია?
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული