"დეტროიტი", "ნიუ იორკი" - ვერსიები და ინტერესი ბითაძის მიმართ NBA-დან მკვეთრად იზრდება

AutoSharing Option
გოგა ბითაძის თამაში უკვე აქტიურად მოექცა ამერიკელთა ყურადღების ეპიცენტრში, ჩვენ პირველებმა დავწერეთ ორი თვის წინ Nbadraft.net-ის ვერსია, რომელიც ახალგაზრდა ქართველს "მინესოტას" უკავშირებდა.

რაც ქართველი ადრიატიკის ახალგაზრდული ლიგის ყველაზე ძვირფასი კალათბურთელი გახდა, ინტერესი მკვეთრად გაიზარდა. 18 წლის ქართველი კლუბში ძალიან კარგადაც ირჯება და ეს პირდაპირი საგზურია NBA-ში.

იგივე Nbadraft.net-ის ვერსიაში, ბითაძე დრაფტის 43 ნომრამდე დაწინაურდა და მათი ვერსიით "დეტროიტი" იქნება ის კლუბი, რომელშიც ქართველი გააგრძელებს კარიერას.

უფრო პოზიტიურია nbareligion.com-ის ვერსია, ის დრაფტზე ქართველს

39 ნომრად "ნიუ იორკს" უკავშირებს.

ასევე საკალათბურთო ექსპერტის არან სმიტის 100-ეულში ბითაძე 57 ადგილს იკავებს, თუმცა რამდენიმე კვირის წინ მას ჩვენებური 44-ე მიაჩნდა.

NBA-ს მომავალს უკავშირებს და საუკეთესო სამოცეულში არის ბითაძე, sportingnews.com-ის (44-ე) და sircharlesincharge.com (49-ე) ვერსიაში. ასევე ამერიკისთვის მზად მიაჩნია ქართველი basketball.realgm.com-ს.

ბითაძეს NBA-სთვის მზად განიხილავს nbascoutinglive.com, რომელიც ფიქრობს რომ დრაფტის 1-ელი რაუნდის დასასრულისას ან მე-2 რაუნდის დაწყებისას გადაწყდება ბითაძის ბედი. ის მის დადებით და უარყოფით თვისებებს შემდეგნაირად აფასებს:

დადებითი: შეტევის სწრაფი დასრულება, განსხვავებული მოძრაობა, კარგად ისვრის ორქულიანებს, აქვს სროლის დროს დიდი პოტენციალი, კარგი პლეიმეიკერი, დარბის კარგად, ადეკვატურად თამაშობს დაცვაში, კარგი ფიზიკური მონაცემები ცენტრისთვის, კარგი ბლოკი, შეუძლია დიდი ხანი დაჰყოს პარკეტზე და კარგი ფიზიკური ძრავი.

უარყოფითი: ადვილია ააღებინო ჯარიმები, ნაკლებად გამოიმუშავებს საჯარიმო სროლებს, ცოტას ბრუნავს, უჭირს ათლეტური კალათბურთელის წინააღმდეგ ბრძოლა, ზოგჯერ არის ზედმეტად უხეში, ზოგჯერ მის სხეულს ვერ იყენებს შესაბამისად.

სამომავლოდ: გოგა ბითაძე აგროვებს დიდ გამოცდილებას, რომელსაც შეუძლია კალათბურთი უფრო მრავალფეროვანი გახადოს. მან კარგად ითამაშა ადრიატიკის ლიგაში და ის იყო მეამბოხე, სროლისას და პარკეტზე ბრძოლის დროს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
გოგას ძალიან ბევრი აქვს ჯერ კიდევ სასწავლი,ნაგრამ ძალიან სწრაფად სწავლობს.კარგი იქნებოდა ზაზასთან ერთი წელი მაინც კიდევ ევარჯიშა,ძალიან დაეხმარებოდა.
სოსო
14:56 03-02-2018
1
არ არის ეს ბიჭი მაგ დონის და გაიზიარებს ცქიტიშვილის ბედს
მზერა
14:44 03-02-2018
8

სიახლეები პოპულარული