ცქიტიშვილის 11 ქულა და მორიგი მარცხი ლიბანში

AutoSharing Option
ნიკა ცქიტიშვილის “ბიბლოსი” ისევ დამარცხდა. ლიბანის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურში ბიბლოსელები ცხრილში მეზობლად მყოფ “ანტონინსს” შეხვდნენ და 63:74 დამარცხდნენ. შედეგად, “ბიბლოსმა” ცხრილში ბოლოსწინა ადგილი დაიკავა და ახლა ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად მოუწევს ბრძოლა.

ცქიტიშვილი, ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 38 წუთში 11 ქულა და 7 მოხსნა (3 შეტევაში) მიითვალა. ნიკამ 6-დან 2 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 7-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 2-ჯერ დაუფარეს და მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 5-ჯერ დაირღვა.

მომზადებულია Gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვის რათ უნდა ცკიტისვილი ლიბანში რა შვება ან ლიბანის კალტბურტი რაა და ან ცკიტიშვილი რომელიც ნაკრებშიც არ კადრულობდა წლებია თამაშსს ,, ვის აინტერესებს მაგის ქულები.
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული