სანდრო მამუკელაშვილის “სეტონ ჰოლი” “ბიგ ისთისა” და სრულიად ამერიკის სტუდენტური ლიგი ფავორიტ “ვილანოვას” შეხვდა და უშანსოდ - 76:92 წააგო. ქართველი ფორვარდი მოედანზე 6 წუთით გამოჩნდა და ერთადერთი სამქულიანი ზუსტად სტყორცნა. საუკეთესო შედეგი კი დეიზი როდრიგესმა (20 ქულა) და მაილს პოუელმა (17) დააფიქსირეს.
6 მოგებითა და 4 მარცხით 10-გუნდიან “ბიგ ისთის” კონფერენციაში “სეტონ ჰოლი” მე-5 ადგილზეა. შემდეგ მატჩს “მეკობრეები” 8 თებერვალს, შინ “მარკეტთან” ჩაატარებენ.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით