მაიკლ დიქსონი 18-მა ქულამ "ბაჰჩეშეჰირს" ვერ უშველა

AutoSharing Option
"ბაჰჩეშეჰირმა", რომლის ღირსებასაც საქართელოს ეროვნული ნაკრების ამერიკელი უკანახაზელი, მაიკლ დიქსონი იცავს, თურქეთის მეორე ლიგაში პრინციპული შეხვედრა დათმო.

დიქსონის გუნდი სტუმრად ერთ-ერთ ლიდერ "აფიონს" შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში - 84:86 დააწო.

საქართელოს პასპორტისა და მისი ნაკრების წევრი ბაჰჩეშეჰირელთაგან საუკეთესო იყო. დიქსონმა მოედანზე 26:19 წუთი გაატარა და
5-დან 3 ორქულიანი, 5-დან 3 სამქულიანი და 3-ვე საჯარიმო ჩააგდო. 18 ქულას მაიკლმა 3 პასი წაამატა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

"ბაჰჩეშეჰირს" 13 მოგება და 9 მარცხი მოუგროვდა და მე-6 ადგილზე იმყოფება,
მომდევნო მატჩს კი 21 თებერვალს, შინ, "ბაკირკოი ბასკეტთან" გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული