მაიკლ დიქსონმა საქართველოს ნაკრებში წასვლამდე "ბაჰჩეშეჰირს" მოაგებინა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა მაიკლ დიქსონმა 21 თებერვალს თურქეთის ჩემპიონატში ითამაშა და თავისი გუნდის, "ბაჰჩეშეჰირის" გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო.

მეტოქე გახლდათ თურქეთის მეორე ლიგის რიგითი კლუბი "ბაკირკოი", რომელსაც ბაჰჩეშეჰირელებმა 98:75 სძლიეს.

დიქსონმა თანაგუნდელთაგან ყველაზე მეტი - 30:27 წუთი ითამაშა და 15 ქულა, 2 მოხსნა, 5 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. მაიკლმა 5-ვე ორქულიანი, 6-დან 1 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

"ბაჰჩეშეჰირმა" 14 მოგება და 9 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე
იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 28 თებერვალს, სტუმრად "კარესი სპორთან" გამართავს.

მაიკლი ავსტრიის დედაქალაქ ვენაში დღეს, დილის საათებში ჩამოვა და საღამოს საქართველოს ნაკრებთან ერთად ივარჯიშებს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
შეუერთდა ნაკრებს დიქსონი ?
0

სიახლეები პოპულარული