12:45 25-02-2018
ფაჩულიას ჩემთვის ტრავმის მოყენება უნდოდა! - ქართველი ცენტრი მორიგ ინციდენტში გაეხვა [VIDEO]
AutoSharing Option
მესამე პერიოდის მიწურულს, ქართველი ცენტრის თანაგუნდელი ნიკ იანგი, რასელ ვესტბრუკთან ორთაბრძოლაში შევიდა, რათა ბურთი ფარიდან მოეხსნა.
ზაზა იქვე იყო, თუმცა ეპიზოდში ნაკლებად იყო ჩართული, მაგრამ წაიქცა და ვესტბრუკს ფეხებზე დაეცა. თამაშის შემდეგ ვესტბრუკს ჰკითხეს, გააკეთა თუ არა ეს მოქმედება ფაჩულიამ სპეციალურად.
მან განაცხადა, რომ რა თქმა უნდა, ეს განზრახ უხეშობა იყო და ამის კითხვის საჭიროებაც არაა. ვესტბრუკს მხარი დაუჭირა კაირი ირვინგმა რომელმაც ეს ეპიზოდი ინსტაგრამზე დაპოსტა და მიაწერა, რომ NBA-მ ამასთან დაკავშირებით ზომები უნდა მიიღოს.
შეგახსენებთ, რომ მსგავსი ფაქტი ფაჩულიას ადრეც შეემთხვა. მას "სან ანტონიოს" კალათბურთელ კავაი ლეონარდის წინააღმდეგ განზრახ უხეშობაშიც ადანაშაულებდნენ. ამერიკულმა მედიამ ქართველი ერთ-ერთ ყველაზე ბინძურ მოთამაშედ შეაფასა.
მკითხველის კომენტარები / 19 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
დღემდე ყელში ეჩხირებათ ფაჩულიასადმი ჩვენი მხარდაჭერა და საჩემპიონო ბეჭედი!
28
6
ასიანი იბოღმებიან, ზაზამ ბევრს მიაღწია და აგიჟებთ ამერიკულ მედიას, მე უყურე მაგ თამაშს და დიქტორმა ასეთი კომენტარი გასკეთა, ზაზა როცა ეცემე , თავის სიმაღლის და წონის გამო ვერ აკონტროლებს თავის სხეულს ვარდნისას და ეს ბუნებრივია. არავის თამაშის დროს არ მიუცია შენიშვნა ზაზასთვის .
24
5
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული