"მე არ ვფიქრობ, რომ ზაზამ ეს განზრახ გააკეთა. ეს უბრალოდ, შემთხვევითობა იყო. ზაზა ძალიან დიდია გაბარიტებით, შესაბამისად, ცოტა მოუხერხებელიც, როგორც მისი გაბარიტების მქონე კალათბურთელებს ახასიათებთ.
ვფიქრობ, ეს შემთხვევა ამიტომაც მოხდა. მიხარია, რომ უესტბრუკი არ დაშავებულა", - აღნიშნა დურანტმა.
შეგახსენებთ, რომ ფაჩულია მორიგ ინციდენტში 25 თებერვალს, "ოკლაჰომასთან" შეხვედრაში გაეხვა. მესამე პერიოდის მიწურულს, ქართველი ცენტრის თანაგუნდელი ნიკ იანგი რასელ უესტბრუკთან ორთაბრძოლაში შევიდა, რათა
ზაზა იქვე იყო, თუმცა ეპიზოდში ნაკლებად იყო ჩართული, მაგრამ წაიქცა და უესტბრუკს ფეხებზე დაეცა. ქართველი ცენტრის აღნიშნული საქციელი ამერიკული სპორტული მედიის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემაა.