ფაჩულიას ჩემთვის ტრავმის მოყენება უნდოდა! - ქართველი ცენტრი მორიგ ინციდენტში გაეხვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
განზრახ უხეშობა თუ შემთხვევითობა? - ზაზა ფაჩულიას საქციელი რასელ ვესტბრუკის წინააღმდეგ ამერიკული სპორტული მედიის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემაა.

მესამე პერიოდის მიწურულს, ქართველი ცენტრის თანაგუნდელი ნიკ იანგი, რასელ ვესტბრუკთან ორთაბრძოლაში შევიდა, რათა ბურთი ფარიდან მოეხსნა.

ზაზა იქვე იყო, თუმცა ეპიზოდში ნაკლებად იყო ჩართული, მაგრამ წაიქცა და ვესტბრუკს ფეხებზე დაეცა. თამაშის შემდეგ ვესტბრუკს ჰკითხეს, გააკეთა თუ არა ეს მოქმედება ფაჩულიამ სპეციალურად.

მან განაცხადა, რომ რა თქმა უნდა, ეს განზრახ უხეშობა იყო და ამის კითხვის საჭიროებაც არაა. ვ
ესტბრუკს მხარი დაუჭირა კაირი ირვინგმა რომელმაც ეს ეპიზოდი ინსტაგრამზე დაპოსტა და მიაწერა, რომ NBA-მ ამასთან დაკავშირებით ზომები უნდა მიიღოს.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი ფაქტი ფაჩულიას ადრეც შეემთხვა. მას "სან ანტონიოს" კალათბურთელ კავაი ლეონარდის წინააღმდეგ განზრახ უხეშობაშიც ადანაშაულებდნენ. ამერიკულმა მედიამ ქართველი ერთ-ერთ ყველაზე ბინძურ მოთამაშედ შეაფასა.


მკითხველის კომენტარები / 19 /
აქამდე ნამდვილად არ ვიაზრებდი იმ მოსაზრებას რომ ფაჩულია გამიზნულად თამაშობს ასე. მაგრამ, ვესტბუკთან რაგაც ძალით დაცემას ქონდა ადგილი და გამიზნულობის ეფექტი ქონდა, ზოგადა ვესთბული მაგარი იაზვა და გველური გამოვლინენების კალათბურთელია ხასიათებით მაგრამ როგორც კალათბურტელი უდიდესია. ჩვენ ჩემპიონს კი არ ეკადრება ასეთი საქციელი თუ რათქმაუნდა განზრახ არ გაკეთა.პ.ს. ისე ნაკრებიდანაც საკადრისად არ წავიდა თითქოს გაბუტული ბავშვის საქციელს გავდა მისი წასვლა
valeri
11:35 28-02-2018
2
ზაზას უდიდესი შეცდომა იცით სად იყო, აი კავაის რომ მიაყენა ტრავმა, კავაიმ კიდევ ცოტა ხანი ითამაშა და მერე გაიყვანეს, აი, როცა ის ტოვებდა მოედანს, ზაზას ფაქტიურად ცხვირწინ გაუარა, მისულიყო რა, ხელს გადავხვევდი და გავიზიარებდი მის პრობლემას, ამითი არც იმ მომენტზე დარჩებოდა კითხვები, არც პოპოვიჩი გააკეთებდა იმ იდიოტურ განცხადებებას, ზაზას რომ გადააბრალა თავისი წინდაუხედაობა, ზაზასთვის დიდი პოზიტივი იქნებოდა, მაგრამ ზაზა რატომღაც არ მივიდა, რატომ შეეშალა ეს არ ვიცი. ასეა თუ ისეა ზაზა ჩვენი ქვეყნის გმირია, არაა ზაზა ნაკრებში და არც არავინ აღარ ჩამოდის, ეს ზაზა იყო ის კაცი, ვის გარშემოდაც იკვრებოდა საქართველოს კალათბურთის ნაკრები, რომელი ნაკრებითაც ვამაყობდით, და მერე ზაზას დაუწყეს გინება ვაიგულშემატკივრებმა, არა უშავს ზაზა, მიდი, მიაწექი, შენ მაგარი კაცი ხარ!
ბბბ
16:11 27-02-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული