როგორც თავად "ოკლაჰომას" მცველმა განაცხადა, ფაჩულია მას განზრახ ეუხეშა და მისთვის ტრავმის მოყენება უნდოდა. თავად ზაზას თქმით კი, მას ამ თემაზე დროის დახარჯვა არ სურს, რადგან ეს ასე არ იყო.
ქართველი ცენტრი თანაგუნდელმა კევინ დურანტმაც დაიცვა, რომლის აზრითაც, ფაჩულიას განზრახ არ უუხეშია.
შეგახსენებთ, რომ ფაჩულია მორიგ ინციდენტში 25 თებერვალს, "ოკლაჰომასთან" შეხვედრაში გაეხვა. მესამე პერიოდის მიწურულს, ქართველი ცენტრის თანაგუნდელი ნიკ იანგი რასელ უესტბრუკთან
ზაზა იქვე იყო, თუმცა ეპიზოდში ნაკლებად იყო ჩართული, მაგრამ წაიქცა და უესტბრუკს ფეხებზე დაეცა. ქართველი ცენტრის აღნიშნული საქციელი ამერიკული სპორტული მედიის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემაა.