ზაზა ფაჩულია კევინ დურანტმა დაიცვა: ეს უბრალოდ შემთხვევითობა იყო!

AutoSharing Option
"გოლდენ სტეიტის" ცენტრი ზაზა ფაჩულია თანაგუნდელმა კევინ დურანტმა დაიცვა. ამერიკელი კალათბურთელის თქმით, ქართველს რასელ უესტბრუკის წინააღმდეგ განზრახ არ უუხეშია.

"მე არ ვფიქრობ, რომ ზაზამ ეს განზრახ გააკეთა. ეს უბრალოდ, შემთხვევითობა იყო. ზაზა ძალიან დიდია გაბარიტებით, შესაბამისად, ცოტა მოუხერხებელიც, როგორც მისი გაბარიტების მქონე კალათბურთელებს ახასიათებთ.

ვფიქრობ, ეს შემთხვევა ამიტომაც მოხდა. მიხარია, რომ უესტბრუკი არ დაშავებულა", - აღნიშნა დურანტმა.

შეგახსენებთ, რომ ფაჩულია მორიგ ინციდენტში 25 თებერვალს, "ოკლაჰომასთან" შეხვედრაში გაეხვა. მესამე პერიოდის მიწურულს, ქართველი ცენტრის თანაგუნდელი ნიკ იანგი რასელ უესტბრუკთან ორთაბრძოლაში შევიდა, რათა
ბურთი ფარიდან მოეხსნა.

ზაზა იქვე იყო, თუმცა ეპიზოდში ნაკლებად იყო ჩართული, მაგრამ წაიქცა და უესტბრუკს ფეხებზე დაეცა. ქართველი ცენტრის აღნიშნული საქციელი ამერიკული სპორტული მედიის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემაა.


მკითხველის კომენტარები / 1 /
კაი კაცია დიურანტი, საქართველოში უნდა დავპატიჟოთ და ერთი სახინკლე უნდა ვუკისროთ! ეს ხუმრობით)) მაგრამ ჩვენიანის და მისი თანაგუნდელის დაცვის გამო, შემდეგ მის მიმართ ორმაგი პატივისცემა გამიჩნდა
ირაკლ
19:50 26-02-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული