11:18 07-03-2018
ზაზა ფაჩულია საერთოდ არ ათამაშეს - "გოლდენ სტეიტმა" ქართველის გარეშე მოიგო [VIDEO]
AutoSharing Option
სამწუხაროდ, "უორიორსის" მთავარმა მწვრთნელმა სტივ კერიმ ზაზა ფაჩულია არათუ სასტარტოში, არამედ მოედანზეც არ გაიყვანა. ქართველი ცენტრი მხოლოდ განაცხადში ირიცხებოდა.
ცენტრის ადგილი კი სასტარტოში ჯაველ მაკგის ერგო, რომელმაც 15 წუთში 12 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა.
შეხვედრაში ლიდერი ქულებით სტეფ კარი გახდა, რომელმაც 34 ქულა მიითვალა. კევინ დურანტმა 19 ქულა ჩააგდო, ხოლო კლეი ტომპსონმა - 18.
"გოლდენ სტეიტი" დასავლეთ კონფერენციაში კვლავ მეორე ადგილზე იმყოფება. ზაზა ფაჩულიას გუნდი მომდევნო მატჩს 9 მარტს, შინ "სან ანტონიოსთან", ჩვენი დროით 07:30 საათზე გამართავს.
დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:
კლიპერსი-ნიუ ორლეანი 116:121
პორტლენდი-ნიუ იორკი 111:87
დალასი-დენვერი 118:107
ოკლაჰომა-ჰიუსტონი 112:122
შარლოტი-ფილადელფია 114:128
ტორონტო-ატლანტა 106:90
ვაშინგტონი-მაიამი 117:113
მკითხველის კომენტარები / 9 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ყველაფერი კარგად იქნება, ერთი თამაში გამოტოვა სეზონი ხომ არა..
0
0
კოკოითურ ენაზე ლევან, ქართულად კი ლევანია, ქართულს როდის ისწავლი შიბლაკაცო?
0
7
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული