ზაზა ფაჩულია უთამაშებლობაზე: რთულია, ასეთ სიტუაციებს გაუმკლავდე

AutoSharing Option
7 მარტს, გამთენიისას, ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" "ბრუკლინს" უმასპინძლა და ანგარიშით 114:101 დაამარცხა. მატჩში მონაწილეობა საერთოდ არ მიუღია ზაზა ფაჩულიას.

თამაშის დასრულების შემდეგ ამერიკულმა საიტმა Mercurynews.com-მა ქართველი ცენტრის კომენტარი გამოაქვეყნა.

ფაჩულიას უთამაშებლობის შესახებ დაეკითხნენ.

"შენ გიწევს, ამას გაუმკლავდე. თუ ამას ვერ გაუმკლავდები, არაფერი შეიცვლება, გარდა იმისა, რომ წასვლა მოგიწევს და შენს ადგილზე სხვა მოვა.

ამიტომ ვცდილობ, შევეგუეო ყველაფერს და ვაკონტროლო ყველაფერი, რისი კონტროლიც შეიძლება.

რთულია, გუნდში მერყევი როლი გქონდეს და ასევე რთულია, ასეთ სიტუაციებს გაუმკლავდე", - აღნიშნა ფაჩულიამ.


მკითხველის კომენტარები / 9 /
ზოგიერთ კომენტარს რო ვკითხულობ , მცხვენია , მაგარი უმადური ხალხია, ზაზამ რაც ნაკრებისთვის გააკეთა და კიდევ უკმაყოფილებია,სასწაული ხალხი ვართ
დავიდუსი
08 მარტი 2018 01:49
2
აგაშენა ღმერთმა, თორემ უთენია გაღვიძებამ დამანგრია:)
emigranti
07 მარტი 2018 23:24
2
როგორც შენ უადგილო დროს დატოვე ნაკრები ზუსტად მასე უადგილო დროს დაგტოვა გოლდენ სტეიტმა მოედანს მიღმა.. ესა რეალობა
reali
07 მარტი 2018 20:10
5
ერთი რამე ცხადია ... ფაჩულიას არ თამაში მედიას ბრალია.როგორც იქნა მწვრთნელზე გავლენა იქონია მედიამ, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ...
ბესო
07 მარტი 2018 19:58
7
რა შუაშია პრესა, პირველ მეოთხედში როცა ზაზას ყველაზე მეტი დრო ჰქონდა ყველაზე მეტ ქულას უშვებდა გუნდი, ამიტომ
შეცვალეს, დაცვაში ვერ თამაშობს და ათლეტური არაა, მარტო სქრინებით კი ფონს ვერ გადიოდნენ...
Lasha
08 მარტი 2018 02:30
0
საქართველოს პრეზიდენტობისთვის ხომ არ ამზადებენ? ;)
/*\
07 მარტი 2018 19:58
0
ძნელია ამასთან შეგუება, მაგრამ წასვლას ისევ შეგუება მირჩევნიაო. მეტი რა ეთქვა ახლა.
ვვვ
07 მარტი 2018 19:09
0
რერაფერი ვერ გევიგე რა ილაპარაკა
gio
07 მარტი 2018 16:04
2
იმიტომ ვერ გაიგე, რომ ვინც თარგმნა იმან არც ინგლისური იცის და არც ქართული. ამას რომ ვკითხულობ 90% სიზუსტით შემიძლია დავწერო თუ რა თქვა ფაჩულიამ ინგლისურად. ეს თარგმნილია სიტყვა-სიტყვით, აზრობრივი ასპექტის გათვალისწინების გარეშე.
odala
07 მარტი 2018 19:06
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული