დღეს 9 მარტს მანუჩარ მარკოიშვილის "რეჯიო ემილიამ" ევროთასის 1/4-ფინალში "ზენიტს" სტუმრად შეხვდა და ანგარიშით 77:91 დამარცხდა.
მანუჩარმა 26:31 წუთში 13 ქულა ჩააგდო (3-დან 3 ორქულიანი, 7-დან 2 სამქულიანი, 1-დან 1 საჯარიმო), 3-ჯერ მოხსნა და 2-ჯერ დაკარგა ბურთი, 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და 3 პერსონალური მიიღო.
შეგახსენებთ, რომ ევროთასის პირველ პირველ 1/4-ფინალურ მატჩში მანუჩარ მარკოიშვილის "რეჯიო ემილიამ" სახლში 75:61 დაამარცხა რუსეთის ჩემპიონატზე მე-4 ადგილზე მყოფი "ზენიტი".
მეოთხედფინალში ის გუნდი გადის, რომელიც 2 მატჩს მოიგებს და გადამწყვეტი თამაში 12 მარტს იტალიაში ჩატარდება.
22:37 09-03-2018
მარკოიშვილმა "ზენიტს" 13 ქულა ჩაუგდო და 12 მარტს გადამწყვეტი მატჩია [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული