გოგა ბითაძემ "იგოკეას" 18 ქულა ჩაუგდო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ადრიატიკის ლიგის 22-ე ტურში გოგა ბითაძის "მეგა ბიმაქსმა" სახლში 99:87 დაამარცხა ბოსნიის  "იგოკეა".

გოგამ 32:28 წუთში 18 ქულა ჩააგდო (11-დან 6 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი, 3-დან 3 საჯარიმო), 5-ჯერ მოხსნა ბურთი, 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 24 იყო. მატჩის MVP კი "იგოკეას" კალათბურთელი დომინიკ არტისი გახდა. მან 23 ქულა ჩააგდო და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 32 გახლდათ.

"მეგა ბიმაქსი" 8 მოგებით სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზე დარჩა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული