მანუჩარ მარკოიშვილი ევროთასის ნახევარფინალში გავიდა[VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროთასის გადამწყვეტ, მესამე 1/4-ფინალურ მატჩში მანუჩარ მარკოიშვილის "რეჯიო ემილიამ" ძალიან დაძაბულ მატჩში სახლში 105:99 დაამარცხა "ზენიტი" და ნახევარფინალში გავიდა.

მანუჩარმა 27:47 წუთში 9 ქულა ჩააგდო (6-დან 3 ორქულიანი და 3-დან 1 სამქულიანი), 5-ჯერ მოხსნა, ერთხელ ჩაჭრა, ერთხელ დაკარგა ბურთი, 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და 4 პერსონალური მიიღო.

25 ქულით ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი მისი თანაგუნდელი კრის რაიტი იყო, რომლის მარგი ქმედების კოეფიციენტი 34 გახლდათ და მატჩის MVP გახდა. სტუმართაგან კი ყველაზე მეტი (23) ქულა ევგენი ვორონოვმა ჩააგდო.

ნახევარფინალში "რეჯიო ემილია" კვლავ
რუსულ გუნდს შეხვდება - კრასნოდარის "ლოკომოტივ-კუბანს".

ამ გუნდს ტურნირზე არც ერთი მატჩი არ წაუგია, ისევე როგორც მეოთხედფინალი, ნახევარფინალიც ორ მოგებამდეა, თუ ორი შეხვედრის შემდეგ სერიაში ანგარიში 1:1 იქნება, გადამწყვეტი თამაში კრასნოდარში გაიმართება და რუსები აცხადებენ, რომ განსაკუთრებული პრობლემების გარეშე გაიმარჯვებენ. ვნახოთ.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული