18 წლის ქართველმა ხმების 16% მიიღო. გამოკითხვაში მონაწილეობას მწვრთნელები, ფანები და ლიგის კომისიონერები იღებდნენ.
პირველი ადგილი 64%-ით არავის დაუთმო ბოსნიელმა ძანან მუსამ, რომელიც "ცედევიტას" ღირსებას იცავს.
ადრიატიკის ლიგის დასრულებულ რეგულარულ სეზონში, სადაც "მეგა ბიმაქსმა" მე-9 ადგილი დაიკავა, გოგა საშუალოდ 11,8 ქულას, 6,9 მოხსნასა და 2,1 ბლოკს აკეთებდა.