გოგა ბითაძე ადრიატიკის ლიგის ტალანტებს შორის მე-2 ადგილზე გავიდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და სერბული "მეგა ბიმაქსის" კალათბურთელი გოგა ბითაძე ადრიატიკის ლიგის ამომავალ ვარსკვლავებს შორის მე-2 ადგილზე გავიდა.

18 წლის ქართველმა ხმების 16% მიიღო. გამოკითხვაში მონაწილეობას მწვრთნელები, ფანები და ლიგის კომისიონერები იღებდნენ.

პირველი ადგილი 64%-ით არავის დაუთმო ბოსნიელმა ძანან მუსამ, რომელიც "ცედევიტას" ღირსებას იცავს.

ადრიატიკის ლიგის დასრულებულ რეგულარულ სეზონში, სადაც "მეგა ბიმაქსმა" მე-9 ადგილი დაიკავა, გოგა საშუალოდ 11,8 ქულას, 6,9 მოხსნასა და 2,1 ბლოკს აკეთებდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული